საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში სასწავლო პროცესის ფორმატთან დაკავშირებით იმსჯელეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ფაკულტეტების საბჭოების  გადაწყვეტილებები გაიზიარა და მიიღო რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრში სწავლება წარიმართება შერეული ფორმატით. კერძოდ:

ფაკულტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური სწავლება განახორციელონ არადისტანციურ ფორმატში; 

9 მარტიდან უნივერსიტეტის კორპუსებში გაიხსნება ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები და კომპიუტერული რესურსცენტრები;

სასწავლო პროცესის თეორიული კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება;

ეპიდემიური ვითარების  შესაბამისად, ფაკულტეტები კვლავ იმსჯელებენ  სასწავლო პროცესის ფორმატის შესახებ.

თსუ ფაკულტეტების საბჭოებმა, რომლის წევრთა 30%-ს სტუდენტები შეადგენენ, მიმდინარე კვირაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს,  დეტალურად გაანალიზეს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული  ყველა საკითხი და გადაწყვეტილებები წერილობით თსუ აკადემიურ საბჭოს გააცნეს.

თარიღი: 05/03/2021