თსუ-ში ახალ ერთობლივ ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ცხადდება მიღება
2025-2026 სასწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დოქტორანტების პირველ ნაკადს მიიღებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო, ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა „განათლებისა და მეცნიერების მმართველობა და ადმინისტრირება“ დოქტორანტების პირველ ნაკადს მიიღებს. პროგრამა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პირველი 3 წლის განმავლობაში პროგრამას სახელმწიფო ყოველწლიურად 300 000 ლარით დააფინანსებს.
დოქტორანტები პრაქტიკას როგორც თბილისში, ისე ათენში გაივლიან, გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარების და ამ ქვეყნებში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.