საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ამის შესახებ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემეტრე ეგნატაშვილმა გააკეთა. ,,20615 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა   2436 მიიღო მონაწილეობა, რაც არის მინიმალურ ზღვარზე 10%-ზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები შემდგარია და ის არის ლეგიტიმური აბსოლუტურად ყველა უბანზე. მათ შორის იმ უბნებზე, რომლებზეც სტუდენტური პროტესტის გამო ვერ მოხერხდა მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფა,“ - აღნიშნა მან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩეულია 140 დელეგატი, რომლებიც ერთი კვირის თავზე ჩაატარებენ სხდომას და აირჩევენ პრეზიდენტს.  არჩევნებთან დაკავშირებით კომისიაში შესულია ორი საჩივარი წერილობითი და ზეპირი, რომელიც უკავშირდებოდა აგიტაციის მცდელობებს, რასაც არჩევნების მიმდინარეობაზე შედეგი არ ჰქონია. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 13 უბნიდან შეუფერხებლად იმუშავა 4-მა, 1 უბანი მცირე დროის განმავლოვბაში შეფერხდა, ხოლო 8 უბანი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ბლოკირებული, რაც წარმოადგენს გარკვეული წესების დარღვევას. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია არცერთ ორგანიზაციულ კანდიდატს, ყველა კანდიდატი არის დამოუკიდებელი. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“, „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია-საქართველო“, „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი“ აწარმოებდნენ.  

თსუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი
თარიღი: 28/09/2018