საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეექვსე მოწვევის თვითმმართველობის არჩევნები იმართება. თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, 13-ივე საარჩევნო უბანი 10.00 საათზე გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცესი 18.00 საათამდე გაგრძელდება. ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით 2 საათის მანძილზე გამოაცხადებს შედეგს. დემეტრე ეგნატაშვილის თქმით, სტუდენტთა ნაწილს 24 მაისს წარდგენილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი თვითმმართველობის რეფორმირებასთან დაკავშირებით, თუმცა, წარდგენიდან 6 თვეა გასული, სარჩელის განხილვა არ მომხდარა, ამიტომ ეს ფაქტი ვერ იქნება დღევანდელი არჩევნების შემაფერხებელი. არჩევნები მიმდინარეობს სრული ლეგიტიმაციით და კანონის დაცვით.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი განცხადებით, ,,ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და ის ჩვეულებრივ გარემოში ჩატარდება. ვისაც უნდა მონაწილეობა, მიიღებს მონაწილეობას. კანონიდან გამომდინარე ყველამ კარგად იცოდა, რომ არჩევნების ჩატარების ბოლო ვადა იყო 25 ნოემბერი. თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტმა უკვე განაცხადა, რომ ვიმოქმედებთ კანონის დაცვით. დღევანდელი წესით ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და იქნას არჩეული, ეს არის პირდაპირი არჩევნები და ეს ხდება პირველად საუნივერსიტეტო სივრცეში.’’

არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“, „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია-საქართველო“, „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი“.

თარიღი: 01/05/2018