სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია იწყება 2020 წლის 18 თებერვლის 10.00 საათზე და გრძელდება 2020 წლის 19 თებერვლის 17.00 საათამდე.
ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად გაიარეთ რეგისტრაცია lms.tsu.ge-ზე.
ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდგომ (რეგისტრაცია სრულდება 2020 წლის 19 თებერვალს 17:00 საათზე) ონლაინრეგისტრაცია გავლილი პირი ვალდებულია 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია სტუდქალაქის ადმინისტრაციაში. (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის №216/02-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის“ მე-4 მუხლი.)
საკონტაქტო ინფორმაცია:
1.ბაგების საერთო საცხოვრებელი: მის. წყნეთის გზატკეცილი, თსუ-ს სტუდქალაქი,
ბაგების საერთოს საცხოვრებლის მე-2 კორპუსი. ტელ: (+995 32) 2 25 75 53
2. ლისის საერთო საცხოვრებელი: : მის. ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის N11.
მობ: 577401771
Email: zaza.tsakadze@tsu.ge