ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების სტუდენტები ფრანგული ენის ერთთვიან კურსზე საფრანგეთში გაემგზავრებიან.
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და თსუ კომპიუტერული მეცნიერების ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელთა ჩართულობით,ორეტაპიანი კონკურსის შედეგად გამოვლინდა ორი საუკეთესო სტუდენტი - ნიკა ტალახაძე და ალექსანდრე ჯინჭარაძე. ამ სტუდენტების ენის კურსებზე სწავლა სრულად დააფინანსდება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მიერ.
ნიკა ტალახაძე და ალექსანდრე ჯინჭარაძე სწავლას გააგრძელებენ თსუ კომპიუტერული მეცნიერებების ქართულ-ფრანგულ პროგრამაზე, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ერთდროულად ორი - თსუ-სა და პარი-საკლეს ევრის უნივერსიტეტის - დიპლომის მიღების შესაძლებლობას.
თსუ კომპიუტერული მეცნიერებების ქართულ-ფრანგულ პროგრამა კვლავაც აქტიურად შეუწყობს ხელს კომპიუტერული მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რათა მათ მაქსიმალურად ისარგებლონ პროგრამის ყველა შესაძლებლობით.