საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-სა და „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს“ შორის გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ პრეზიდენტმა მაკა კუკავამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პროექტში „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“ მონაწილეობის მიღების მზაობა, ხოლო ICDC-ს მხრიდან სტაჟირების გზით მათი დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცება და სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერითა „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC მიერ ხორციელდება პროექტი „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ბიზნეს კომპანიების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) ჩამოყალიბება.

პროექტი მოიცავს ბიზნეს კომპანიებისთვის სტაჟიორების შერჩევას შემდეგი მიმართულებებით: ტურიზმის სექტორი: (სათავგადასავლო / მთის, კულტურული გასტრონომიული -ღვინო და კულინარია, განთავსება); კრეატიული ინდუსტრიის სექტორი: (ნებისმიერი სახის მედია შინაარსის - მათ შორის სოციალური ქსელების მართვა); მსუბუქი მრეწველობის სექტორი: (ავეჯის წარმოება, შეფუთვის სამუშაოები); ინტელექტიალური მომსახურების სექტორი: (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO): ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომხმარებელთა ურთიერთობების მენეჯმენტი, არქიტექტურა, დიზაინი და ინჟინერია, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა. ადამიანური რესურსები); სექტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის: (საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგია, ელექტრონული კომერცია- online გაყიდვები და სხვა, ასევე ტრანსპორტი და ლოჯისტიკა). პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 სტუდენტი, რომელიც სტაჟირებას გაივლის 3 თვის განმავლობაში, სტაჟირების ანაზღუარება მოიცავს 430 ლარს თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით).

თარიღი: 23/10/2020