საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს წარმომადგენლები რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელში

რობერ შუმანის ევროპულ  სასწავლებელში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის SPG-23-527   "ქიმია ჩვენს ირგვლივ“ ფარგლებში, 18 აპრილს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლების მიერ  მოსწავლეებისათვის  სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, სახალისო ლექცია და სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა.

 

მარტივი და სახალისო ლაბორატორიული ექსპერიმენტების დაკვირვება, ასაკის და ცოდნის შესაფერი ახსნა-განმარტებები დაეხმარება მოსწავლეს ქიმიის, რათა კვლევითი მეცნიერებისა და სამეწარმეო-ტექნოლოგიური დარგის  თაობაზე შეძლებისდაგვარად ფართო წარმოდგენა შეექმნას.

 

მოსწავლე მიიღებს საჭირო ინფორმაციას ქიმიის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ თანამედროვე ფუნდამენტურ ზუსტ მეცნიერებებს შორის როგორც თეორიული მიმართულებების, ასევე ტექნოლოგიური დარგების სიმრავლის შესახებ. საინტერესოა, რომ ქიმიური პროცესების სამრეწველო გამოყენება გულისხმობს როგორც გიგანტურ წარმოებებს, ასევე მინი და მიკრო მასშტაბის ტექნოლოგიური წარმოების შესაძლებლობას.

 

ასევე, მნიშვნელოვანია ქიმიური ტექნოლოგიების და მეთოდების სხვა მეცნიერების თუ პრაქტიკული საქმიანობის ფარგლებში გამოყენება - მაგალითად, ეკოლოგიური პრობლემების კვლევის ან მათთან გამკლავების მიზნით. სხვადასხვა ქიმიური ტექნოლოგიის დანერგვის და გამოყენების სფეროების სიმრავლე ამ სამეცნიერო-ტექნიკური დარგის, როგორც პრაქტიკული საქმიანობის, დასაქმების ან თვითდასაქმების დიდი პოტენციალის მქონე სფეროს მიმართ ინტერესს ზრდის.

 

იმისათვის, რომ ქიმიურ-ტექნოლოგიური წარმოება, როგორც ბიზნესის მოქნილი სფერო, მაქსიმალურად აქტიურად იყოს გამოყენებული ახალგაზრდების მიერ, საჭიროა მათი ამ საქმიანობისათვის მომზადება, რაც სკოლის მერხიდან უნდა დაიწყოს. ახალგაზრდები არა მარტო  სასკოლო საგნის თეორიული ცოდნით უნდა იყვნენ შეიარაღებული, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობებს იცნობდნენ და სათანადო უნარ-ჩვევებს ფლობდნენ. ამ პროექტის მიზანია სასკოლო განათლების დაბალი საფეხურიდანვე გააცნოს მოსწავლეებს ექსპერიმენტული კვლევის ჩატარების პრაქტიკული უნარ-ჩვევები რათა დაარწმუნოს, რომ ქიმია არა მარტო რთული სასწავლო საგანია, არამედ საინტერესო თავგადასავალი. 

თარიღი: 18/04/2024