საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს თანამშრომელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ,  რომ მიმდინარე წლის პირველი  აპრილიდან,  თსუ კორპორაციულ სატელეფონო მობილურ მომსახურებას,  შპს ,,მაგთიკომის’’  ნაცვლად განახორციელებს  კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული  კომპანია ,,ჯეოსელი’’.   

,,მაგთიკომის’’  ქსელიდან   ,,ჯეოსელის,,  ქსელში  გადასვლასთან დაკავშირებით  აუცილებელია  სატელეფონო  ნომრების პორტირება.

ლიმიტის მქონე აბონენტების პორტირება მოხდება ავტომატურ რეჟიმში, ხოლო  ულიმიტო ნომრებისათვის აუცილებელია წერილობითი თანხმობა ფიზიკური პირის მიერ (ერთი პირადი და სურვილის შემთხვევაში  ერთი საოჯახო ნომრის ჩვენებით).

მსურველებმა გთხოვთ დაგვიდასტუროთ თანხმობა 20 მარტის ჩათვლით.

პორტირების პროცესთან დაკავშირებით  იხილეთ თანდართული ინსტრუქცია (დანართი 1).
საკონტაქტო პირი: საფინანსო დეპარტამენტის  საფინანსო- საგეგმო განყოფილების მთავარი სპეციალისტი მარი თედორაძე. ტელ: 577 24 11 71,   2 23 03 80;

თარიღი: 09/02/2018