საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორმა პირველსემესტრელებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პირველსემესტრელ სტუდენტებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს უნივერსიტეტის  მათთვის უნოვერსიტეტის ინფრასტრუქტურის ჩვენება და სტუდენტური შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.

 

რექტორი სტუდენტებს ესაუბრა საუნივერსიტეტო მენეჯმენტსა და სტუდენტების  სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობის გზებზე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, სახელმძღვანელოებსა და სხვა სასწავლო რესურსებზე, ასევე საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომის შესაძლებლობაზე. გარდა ამისა, ასევე სტუდენტურ ცხოვრებაზე, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და იმ სხვადასხვა ინიციატივებზე, რომლებიც სტუდენტთა პროფესიულ და აკადემიურ განვითარებას უწყობს ხელს.

 

,,გვაქვს ამბიცია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს კიდევ უფრო უკეთესი – როგორც განათლების, ისე მეცნიერებისა და სტუდენტური ცხოვრების კუთხით. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ს სტუდენტები სრულფასოვნად იყენებდნენ ყველა რესურსს, იღებდნენ საერთაშორისო გამოცდილებას და აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის განვითარებაში. თქვენი ენერგია და ინიციატივა ის ძალაა, რომელიც უნივერსიტეტს ახალ სიმაღლეებზე აიყვანს,“ – განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

 

შეხვედრის ბოლოს რექტორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.ღონისძიება თსუ სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

თარიღი: 19/09/2025