საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორისა და პარიზის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტის შეხვედრა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, პარიზის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნული ინსტიტუტის (ინალკოს) პრეზიდენტთან, პროფესორ მანუელა ფრანკთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე  ისაუბრეს. მიღწეულია შეთანხმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარიზის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ ინსტიტუტს  შორის ქართველოლოგიური კვლევების განვითარების ხელშეწყობის შესახებ. თანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის შემოდგომაზე გაფორმდება. თსუ რექტორმა ფრანგული დელეგაცია მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე მოიწვია.

თარიღი: 19/03/2018