საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორის შეხვედრა პოლონელ სტუმრებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია პოლონეთის  იულიუშ მიეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

ცენტრის დირექტორმა ერნესტ ვიციესკევიჩმა, ცენტრის მოადგილემ ლუკაშ ადამსკიმ და  სტიპენდიებისა და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა მაცეი ვირვამ ცენტრის მიერ დაფინანსებულ ერთობლივ კონფერენციებზე, სტუდენტებსა და მკვლევართა სამეცნიერო და სასწავლო მივლინებებზე, ერთობლივ კვლევებზე ისაუბრეს. პოლონელი სტუმრების თქმით, დიალოგის ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს საზაფხულო და ზამთრის სკოლები სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის.

 

თსუ რექტორი დაინტერესდა  უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზების საკითხით. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ერთობლივი მუშაობის უკეთ კოორდინაციისა და მეტი ეფექტიანობისთვის სათანადო მემორანდუმი გაფორმდება.

თარიღი: 27/04/2023