საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დაინიშნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულელბლის არჩევნები 2016 წლის 20 აპრილს გაიმართება. შესაბამისი დადგენილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 5 აპრილს 10.00 სთ დაიწყება. რეგისტრაციის ბოლო ვადად 2016 წლის 14 აპრილის 18.00 სთ განისაზღვრა. კენჭისყრის  პროცედურა კი 2016 წლის 20 აპრილს 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე გაიმართება. არჩევნების შედეგები  არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი. თითოეულ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება, ანუ ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. თუ არჩევნებში გამოვლინდება ორი ან მეტი კანდიდატი თანაბარი ხმების ოდენობით, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღეში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარებასა და საორგანიზაციო საკითხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს.

საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები

აკადემიური საბჭოს 2016 წლის 4 აპრილის დადგენილება №36/2016
რექტორის 2016 წლის 5 აპრილის ბრძანება №47/01-01
საარჩევნო კომისიის რეგლამენტი
საარჩევნო კომისიის 2016 წლის 8 აპრილის სხდომის ოქმი №1
საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 აპრილის სხდომის ოქმი №2
საარჩევნო კომისიის 2016 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი №3

რეგისტრირებულ კანდიდატთა ბიოგრაფიული რეზიუმეები (CV):
გიორგი ანდრიაძე
ცირა ბარამიძე
ლევან გორდეზიანი
დარეჯან თვალთვაძე

ამომრჩეველთა სიები:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მედიცინის ფაკულტეტი
იურიდიული ფაკულტეტი
რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი
პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი
ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი
პეტრე მელიქიშვილის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი
ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი
მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი
ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი

თარიღი: 28/07/2018