საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორის ვიზიტი ლორანდის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და თსუ არქეოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი ვახტანგ ლიჩელი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ბუდაპეშტში ERASMUS-ის პროგრამის ფარგლებში.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლებმა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე, შეხვედრები გამართეს ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის (ELTE) რექტორთან პროფესორ ლასლო ბორჰისთან, პრორექტორთან იმრე ჰამართან, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსთან ესტერ კნიჰართან და ამავე უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან.

 

მიღწეულ იქნა შეთანხმება 2022 წლის იანვარში ELTE-ს რექტორის თბილისში ვიზიტის ფარგლებში გაფართოებული მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების მობილობისა და გაცვლითი პროგრამების რაოდენობის ზრდას, ასევე ერთობლივ კვლევით პროგრამების ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არქეოლოგიის დარგში.

თარიღი: 17/12/2021