საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესორის წიგნი "შპრინგერმა" გამოსცა

გამომცემლობა „შპრინგერმა“ (Springer) ახლახანს გამოაქვეყნა თსუ ფსიქოლგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის ვლადიმერ ლადო გამსახურდიას მონოგრაფია "პროკოლტურაციის თეორია. სელფის განვითარება ინტერკულტურული კომუნიკაციის პროცესში". ამჟამად შესაძლებელია წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა, ხოლოდ ბეჭდური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 2023 წელს. აღნიშნული წიგნი ვლადიმერ (ლადო) გამსახურდიას რიგით მეორე მონოგრაფიაა და მისი თეორიული მიდგომის განახლებულ რეპრეზენტაციას წარმოადგენს.

წიგნში განხილულია ინტერკულტურული ურთიერთობების კონცეპტუალური ძირითადი მოდელები და ახალი კულტურული გამოცდილებების გადამუშავების ფონზე, სელფის კონსტრუირების საფუძვლები. ასევე, შემოთავაზებულია სემიოტიკური დინამიკის, სელფის თეორიის და სოციალური რეპრეზენტაციის თეორიების სინთეზის მცდელობა, რომლის საფუძველზე ავტორი განსაზღვრავს კონცეპტ პროკულტურაციის მნიშვნელობასა და მისი შესწავლის მეთოდოლოგიურ პრინციპებს. ავტორის ორიგინალური თეორია და მიდგომა ემსახურება იმის გაგებას, თუ როგორ ახერხებს პიროვნება ინტერკულტურული კომუნიკაციის პროცესში თავისი თვითობის, სელფის კონსტრუირებას, მისთვის ახალი საზრისის და მნიშვნელობების მიცემის გზით. 

წიგნი საინტერესო იქნება პიროვნების, სელფის და კულტურის ფსიქოლოგიის მკვლევრებისთვის, ასევე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის.

წიგნის ელექტრონული ვერსიის ბმული: https://link.springer.com/book/10.1007/978-3-031-06301-5

თარიღი: 21/09/2022