თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ „თბილისობა 2025“-ზე თსუ პროფესორებს ჯენარო ქრისტესაშვილს - ექიმ-რეპროდუქტოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს
ზურაბ აბაშიძეს - დიპლომატს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორს
თეიმურაზ ჩიგოგიძეს - ექიმ-უროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს.
თსუ პროფესორებს ეს საპატიო წოდება თბილისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭათ. ვულოცავთ უნივერსიტეტელებს საპატიო თბილისელობას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში!