საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესორ ნუგზარ სურგულაძისადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ პროფესორის, ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია.

კრებულში თავმოყრილია თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლების სტატიები სხვადასხვა იურიდიულ და ინტერდისციპლინურ თემებზე.

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქვეყნისთვის ნუგზარ სურგულაძის საქმიანობასა და თსუ იურიდიული სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ნუგზარ სურგულაძე ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია - პიროვნება, რომლის სახელიც ღირსეულად უკავშირდება ჩვენი იურიდიული სკოლის განვითარებასა და გაძლიერებას. გულითად მადლობას ვუხდით ყველას, ვინც იმუშავა ამ განსაკუთრებულ კრებულზე, რომელიც მის 75 წლის იუბილეს ეძღვნება. ეს გამოცემა გაჯერებულია საინტერესო და მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატიებით და ნათლად ასახავს იმ ინტელექტუალურ მასშტაბსა და აკადემიურ ტრადიციას, რომელსაც ჩვენი იურიდიული სკოლა ატარებს.“

პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღინიშნა პროფესორის ღვაწლი იურისტთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, ასევე მისი მნიშვნელოვანი წვლილი უცხოური სამართლის ძეგლების ქართულ ენაზე თარგმნასა და მრავალმხრივ სამეცნიერო კვლევებში.

 

თარიღი: 28/02/2026