საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  (ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ., №1):

1.საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი
2.ტუროპერატორი
3.საბაჟო საქმე
4.ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი
5.ბიბლიოთეკარი

თსუ-ში მოქმედი პროფესიული პროგრამები ასევე ხორციელდება ქალაქ ქუთაისის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულშიც (ქ.ქუთაისი,ნიკეას ქუჩა, მე-2 შესახვევი №8).

1.საბაჟო საქმე
2.შემფასებელი
3.ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი
4.სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა
5.საოფისე საქმე

თსუ-ში პროფესიულ განათლებას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრი. აქ თქვენ დაგხვდებათ, გამართული ინფრასტრუქტურა და მეგობრული გარემო, თანამედროვედ აღჭურვილი ობიექტები პრაქტიკისთვის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე პირებზე მორგებული სასწავლო გარემო. პრაქტიკის გავლა შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის წამყვან ორგანიზაციებში. თსუ უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას.


საკონტაქტო ინფორმაცია: 2 25 04 84; 2 25 39 71.
თარიღი: 02/10/2018