eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პორტრეტებში - თამარ ნოზაძე

გაიცანით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ასისტენტ-პროფესორი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით - თამარ ნოზაძე.

თამარი თსუ-ს გუნდს 2018 წლიდან შემოუერთდა და მას შემდეგ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და წარმატებული მკვლევარია.

მისი სამეცნიერო გზა შთამბეჭდავია:

2025 წელი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

2024 წელი - ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის.

2025 წელი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯილდო მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მონაწილეობა აქვს მიღებული 7 დასრულებულ პროექტში და ამჟამადაც ხელმძღვანელობს რამდენიმე მიმდინარე კვლევას.

2022 და 2024 წლები - პოსტ-სადოქტორო კვლევები გერმანიაში, ილმენაუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი/თანაავტორი და 30-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.

IEEE-ისა და EUMA-ს წევრი, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.

ამასთან ერთად ის ლექციებს უკუთხავს ახალგაზრდებს. სტუდენტებთან ურთიერთობა მისთვის მოტივაციის წყაროა. მათი ცნობისმოყვარეობა და უშუალო კითხვები ლექციებს ცოცხალს და აზრიანს ხდის.

მისი გზავნილი სტუდენტებისთვის - “არასოდეს შეგეშინდეთ რთული გზის არჩევის - სწორედ იქ იწყება ნამდვილი ზრდა და შესაძლებლობების აღმოჩენა.”

თარიღი: 13/04/2026