საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თსუ პროფესორის ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო.

ალექსანდრე რონდელის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 16 ივნისს, 12.00 საათიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. გამოსვენება 16 ივნისს, 15.00 საათზე თსუ პირველი კორპუსიდან.

ალექსანდრე რონდელი იყო გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი. 1991-1996 წლებში ალექსანდრე რონდელი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე, 1997-2001 წლებში -  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. 1976-1977 წლებში ალექსანდრე რონდელმა  სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წლებში - ვუდრო ვილსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს ალექსანდრე რონდელი  იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ),  1992, 1995 და 1997 წლებში - უილიამს კოლეჯში.
თარიღი: 10/10/2018