საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ევროპულ გამოცდილებას ეზიარნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის  სამმა სტუდენტმა ერთთვიანი სტაჟირება Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტში გაიარა.

ნინი შავაძემ, ნინო ხარაიშვილმა და მერაბ ჭანტურიამ, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში ჩატარებულ საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობას და გრანტიც მოიპოვეს.  მის ფარგლებში  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა  ერთთვიანი სტაჟირება გერმანიაში Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტში გაიარეს (INM-4). 

გერმანიაში სასწავლო  მივლინებისთვის,  საგრანტო კონკურსის შესარჩევ ეტაპზე, სტუდენტებმა წარადგინეს მოხსენებები კვლევებზე, რომლებიც მათ მიერ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მორფოლოგიის კათედრაზე პროფესორ დიანა ძიძიგურის ხელმძღვანელობით ტარდებოდა.

Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტი, 
წარმოადგენს კვლევით ცენტრს, რომელიც არის გერმანიის კვლევითი ცენტრების ჰელმჰოლცის ასოციაციის წევრია და   მთლიანად გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური შტატის მიერ ფინანსდება. ამასთან, იგი აღიარებულია,  როგორც სპეციალიზებული სასწავლო დაწესებულება უცხოელი სტუდენტებისთვის. 

ერთი თვის განმავლობაში ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცათ შეესწავლათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) პრინციპები, შევიძინეთ ახალი უნარები. მათ შორის, ისეთ საკითხებში, როგორიცაა თეორიული ცოდნის მონაცემთა მოპოვების მეთოდებში გადატანის საშუალებები.  ასევე,  თუ  როგორ მუშავდება მიღებული MRI სიგნალები სხვადასხვა ქსოვილის შესახებ ინფორმაციის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის.


თუმცა, გერმანული გამოცდილების მიღებამდე,  ნინი შავაძემ, ნინო ხარაიშვილმა და მერაბ ჭანტურიამ  ბელგიაშიც შეიძინეს გარკვეული ცოდნა, როდესაც ანტვერპენის უნივერსიტეტის კარდიო-ონკოლოგიისა და ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა. 
რომელიც ფოკუსირებული იყო ფარმაკოლოგიურ უსაფრთხოებასა და კარდიო-ონკოლოგიაზე.

საზაფხულო სკოლა თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამი სტუდენტისთვის  კარდიო-ონკოლოგიის სფეროში კვლევებისა და ინოვაციებს შესახებ მაღალი დონის ლექციებზე დასწრების შესანიშნავი საშუალება აღმონდა.  როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ სესიებში, სადაც განიხილავდნენ რთულ კლინიკურ შემთხვევებსა და ფარმაკოლოგიურ რისკებს, პაციენტებისთვის, რომლებსაც კიბოს მკურნალობის პარალელურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ.

როგორც სამივე სტუდენტი აღნიშნავს, ანტვერპენის საზაფხულო სკოლამ მისცა შესაძლებლობა, გაეცნოთ წამყვანი სპეციალისტები და დაუფლებოდნენ  მომავალი ექიმებისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნას.   სკოლამ გააღრმავა  ასევე მათი ინტერესები კარდიო-ონკოლოგიისადმი, გულის დაავადებებსა და კიბოს მკურნალობას შორის არსებული  ურთიერთქმედებების შესახებ. 

თარიღი: 23/10/2024