საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მე-2 კორპუსის რეაბილიტაცია იწყება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ვიცე-პრემიერის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით,  უკვე გამოცხადდა კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის პროექტირებაზე.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, თსუ მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით შემოდგომაზე დაიწყება. „პრობლემები, რომელიც დღეს აქვს მეორე კორპუსს - მოგვარდება. აუდიტორიები, გათბობა, კვლევითი ცენტრები, და სხვა სასწავლო სივრცე ევროპული სტანდარტებით გაკეთდება,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.  


თარიღი: 16/08/2019