საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-მ სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად სპეციალური ანგარიში გახსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, აგრეთვე, თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღსადგენად სპეციალური ანგარიში გახსნა. 

სპეციალურ ანგარიშზე თსუ პროფესორებს, სტუდენტებს, თანამშრომლებს, გარე იურიდიულ პირებს, გარე ფიზიკურ პირებს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა ლარებში (მიზნობრიობის მითითებით - სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახებისთვის ან თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღსადგენად). (სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 708967509, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი 204864548).

თსუ აკადემიურ პერსონალს, ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დამხმარე პერსონალს შეუძლიათ შეავსონ განაცხადის ფორმა, რომლის შემდგომაც სპეცანგარიშზე გადასარიცხი თანხა ჩამოეჭრებათ ხელფასიდან. განაცხადი წარმოადგინონ თსუ კანცელარიაში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 114).

განაცხადის ფორმა

თარიღი: 08/03/2019