ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი Center for World University Rankings-ის (CWUR) 2026 წლის გამოცემის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 21 291 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის 1161-ე ადგილზეა და 5.5%-ში მოხვდა.
საერთაშორისო რანჟირების მიხედვით თსუ საქართველოში კვლავ #1 უნივერსიტეტია
CWUR მსოფლიოს უნივერსიტეტებს აფასებს შვიდი ობიექტური და სანდო, შედეგებზე დაფუძნებული ინდიკატორის მიხედვით, რომლებიც ოთხ ძირითად მიმართულებაშია გაერთიანებული:
განათლება - უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა აკადემიური წარმატება, უნივერსიტეტის მასშტაბთან მიმართებაში (25%);
დასაქმების მაჩვენებელი - უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პროფესიული წარმატება, უნივერსიტეტის მასშტაბთან მიმართებაში (25%);
აკადემიური პერსონალი - უმაღლესი აკადემიური აღიარებების მქონე პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა (10%);
კვლევა:
კვლევითი პროდუქტიულობა - სამეცნიერო სტატიების საერთო რაოდენობა (10%);
მაღალი ხარისხის პუბლიკაციები - წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა (10%);
გავლენა - მაღალი გავლენის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა (10%);
ციტირების მაჩვენებელი - მაღალი ციტირების მქონე სამეცნიერო სტატიების რაოდენობა (10%).
CWUR აქვეყნებს ავტორიტეტულ გლობალურ საუნივერსიტეტო რეიტინგებს, რომლებიც გამოირჩევა ობიექტურობით, გამჭვირვალობითა და თანმიმდევრულობით და სარგებლობს სტუდენტების, აკადემიური საზოგადოების, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებისა და მთავრობების ნდობით მთელ მსოფლიოში.