საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ კანცლერის არჩევნები

2016 წლის 30 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) განიხილავს აკადემიური საბჭოს მიერ თსუ კენცლერის თანამდებობაზე შერჩეული კადიდატის ნუნუ ოვსიანიკოვას დამტკიცების საკითხს.

30 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ კანცლერობის კანდიდატი შეარჩია. აკადემიური საბჭოს 36 წევრიდან კანდიდატებთან (ვახტანგ დათაშვილი, ნუნუ ოვსიანიკოვა, ალექსანდრე ჩხიტაური, შალვა ჯულაყიძე)  გასაუბრებას 32 წევრი ესწრებოდა. გასაუბრების შედეგად აკადემიურმა საბჭომ ერთხმად შეარჩია ნუნუ  ოვსიანიკოვას კანდიდატურა.

სენატის სხდომაზე კანცლერის დამტკიცების პროცედურაზე დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველმა უნდა წარმოადგინოს (ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, (ბ) საკონტაქტო ინფორმაცია და (გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი 2016 წლის 29 სექტემბრის 17:00 საათამდე.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საარჩევნო კომისიის დებულება

დადგენილება №75/2016 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე

თარიღი: 17/07/2018