თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა ფოთოლაშვილმა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ მონაწილეობა მიიღეს აკადემიურ და პროფესიულ აქტივობებში და შესაბამისი მოხსენებით წარადგინეს უნივერსიტეტი.
სამუშაო ვიზიტის დროს დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარებასა და ორმხრივი ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თსუ-ის მონაწილეობას მეწარმეობის თემაზე გამართულ ღონისძიებაში, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სივრცესა და ინდუსტრიას შორის კავშირების გაძლიერება.