საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები ერეკლე ასტახიშვილი და კახაბერ ჭეიშვილი სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის (Comenius University Bratislava) რექტორს მარეკ შტევჩეკს და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი ინსტიტუციური სტრუქტურა, მიმდინარე საქმიანობა და ის თანამშრომლობის ფორმატები, რომლებზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობას.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა გაფართოვდება ახალი ფაკულტეტებისა და აკადემიური მიმართულებების ჩართულობით, მათ შორის მენეჯმენტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინფორმატიკის სფეროებში.

სრული ინფორმაცია იხილეთ - https://shorturl.at/DZjOn

თარიღი: 01/04/2026