თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის მიმართულების დოქტორანტმა, ორგანიზაციის ექსპერტმა ლალი მექერიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს ისტორიის სწავლების ობსერვატორიის (OHTE) მე-6 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც სტრასბურგში გაიმართა.
კონფერენცია ისტორიის გაყალბებისა და ისტორიით მანიპულირების საკითხებს მიეძღვნა და გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები, ისტორიის მასწავლებლები, განათლების ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები.
თსუ-ის წარმომადგენლებმა კოლეგებთან ერთად იმსჯელეს, თუ როგორ შეუძლია ისტორიის ობიექტურ სწავლებას ხელი შეუწყოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებას.