2 დეკემბერს, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში სახალისო ლექცია და სახალისო ექსპერიმენტები ჩაატარეს, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული. ღონისძიების დასასრულ მონაწილეებს უნივერსიტეტისაგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება ჩატარდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის SPG-25-652 “ ფარგლებში.