საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სამეცნიერო ჟურნალი ERIH PLUS ბაზაში

თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი „ქრონოსი“ „ერიჰ პლუსის“ (ERIH PLUS) აკადემიური ჟურნალების სამეცნიერო ბაზაში შევიდა. 
 

„ქრონოსი“ ყოველწლიური, ინტერდისციპლინური სამეცნიერო ჟურნალია, რომელიც პირველად 2020 წელს გამოვიდა. ჟურნალში ქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ორიგინალური ნაშრომები ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის და ხელოვნების ისტორიის დისციპლინებიდან. 
 

„ერიჰ პლუსი“ („European Reference Index for the Humanities and Social Sciences“) არის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროში სამეცნიერო ჟურნალების ბაზა, რომელსაც ინტენსიურად იყენებს ევროპული სამეცნიერო საზოგადოება. 
 

„ერიჰ პლუსი“ შეიცავს განახლებად მონაცემებს ევროპული სამეცნიერო ჟურნალების შესახებ. „ერიჰ პლუსის“ სამეცნიერო ბაზაში საქართველოდან ამჟამად 16 სამეცნიერო ჟურნალია ჩართულია. „ქრონოსის“ ჩართვა „ერიჰ პლუსის“ სამეცნიერო ბაზაში არის ჟურნალის მომზადების ფარგლებში უკვე გაწეული სამუშაოს დადებითი შეფასება. ამავე დროს, „ქრონოსის“ „ერიჰ პლუსში“ ინდექსირება უდიდესი მნიშვნელობისაა ჟურნალის სამომავლო განვითარებისთვის.

 

თარიღი: 03/04/2023