14-16 ნოემბერს, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონი კვლავ უმასპინძლებს წიგნის მოყვარულებს. თბილისის წიგნის დღეები 2025-ში მონაწილეობას მიიღებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. სტუმრებს სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ თსუ გამომცემლობის უახლეს გამოცემებს და ისარგებლონ სპეციალურად ამ დღეებისთვის გათვალისწინებული ფასდაკლებებით.
თბილისის წიგნის დღეები მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს გამომცემლებს, ავტორებს, ბიბლიოთეკებსა და, რაც მთავარია, მკითხველებს, რომელთათვის საინტერესო სამეცნიერო (და არამხოლოდ) გამოცემები დახვდებათ თსუ გამომცემლობის სტენდთან.