საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ეკომოლაშქრეთა კლუბი

თსუ ეკომოლაშქრეთა კლუბი აცხადებს წევრების მიღებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მოლაშქრეთა კლუბი ხელს უწყობს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს დაგეგმონ და განახორციელონ ლაშქრობები საქართველოს ტერიტორიებზე. თსუ ეკომოლაშქრეთა კლუბი ატარებს საჯარო ლექციებს, ტრენინგ-სემინარებს ბუნების დაცვაზე, ფოტოკონკურსებს და სხვა გარემოსდაცვით აქტოვობებს.

კლუბის პრეზენტაცია გაიმართება:
13 მარტს, 17:00 საათზე
- უნივერსიტეტის XI კორპუსი (განივი), აუდიტორია 010.
16 მარტს, 18:00 საათზე - უნივერსიტეტის I კორპუსი, აუდიტორია 317.

რეგისტრაციისათვის საჭიროა თან იქონიოთ:
1) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2) ცნობა დეკანატიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ (ფორმა 20);

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
თარიღი: 12/03/2018