საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დუბაის საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დუბაიში  გამართულ საგანმანათლებლო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების განათლების სამინისტროს ორგანიზებით  გაიმართა, მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი. თსუ-მ გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ისწავლე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მიიღო. უნივერსიტეტს დუბაიში ნიკა მელქაძე წარმოადგენდა, რომელიც თსუ-ში ამერიკული აკრედიტაციის ფასილიტატორია და  ხელს უწყობს ამერიკულ აკრედიტაციას ტექნიკური პროგრამებისთვის.

ნიკა მელქაძის განმარტებით, საქართველოში და კონკრეტულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის ინტერესი ასობით პოტენციურმა სტუდენტმა გამოხატა. ძირითადი დაინტერესება საბაკალავრო პროგრამებზე დაფიქსირდა. თუმცა, სანამ უცხოელი სტუდენტებისთვის საინტერესო 20-ამდე უცხოენოვან პროგრამაზე და თსუ-ში არსებულ სხვა შესაძლებლობებზე  დაიწყებდა საუბარს, ნიკა პოტენციურ სტუდენტებს და მათ მშობლებს საქართველოს შესახებაც აწვდიდა ინფორმაციას. „როდესაც გამოფენაზე ამდენი უმაღლესი სასწავლებელია წარმოდგენილი საკმაოდ  რთულია პოტენციური სტუდენტი შენსკენ მიიზიდო. ამისათვის მას რაღაც განსხვავებულიც უნდა შესთავაზო და ძირითადი მესიჯების თქმაც ძალიან მოკლე დროში უნდა მოასწრო.  მშობლისათვის შესაძლოა საინტერესო და მიმზიდველი ერთი მხარე იყოს, აბიტურიენტისთვის კი სულ სხვა ფაქტორი. მაგალითად, მშობლები უფრო მეტად ინტერესდებოდნენ უნივერსიტეტით, როდესაც შეიტყობდნენ, რომ იგი ცოტა ხანში 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საერთოდ კი, იმის გამო, რომ საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით  სასწავლებლად თუ  საცხოვრებლად გაცილებით ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა, შუა აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ძალზე დამაინტერესებელი აღმოჩნდა“, - აცხადებს ნიკა მელქაძე.

სამი დღის განმავლობაში თსუ-ს წარმომადგენელს 600-მდე პოტენცურ სტუდენტთან ჰქონდა ურთიერთობა. განსაკუთრებული ინტერსი სამედიცინო ფაკულტეტისა და ასევე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა. გარდა ამისა, ტექნიკურ პროგრამებზე, როგორიცაა კომპიუტერული  მეცნიერებები, სამოქალაქო ინჟინერია, და აშ. 

პოტენციური სტუდენტების რეგისტრაცია ცენტრალიზებულად „ისწავლე საქართველოში პროექტის ფარგლებში“ ხორციელდებოდა, ამ პროექტის ფრაგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განთლების მისაღებად საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას. დუბაიში ჩატარებული გამოფენის პერიოდში, კონკრეტული პროგრამით ან მიმართულებით დაინტერესებულ, რეგისტრირებულ აბიტურიენტთა შესახებ ინფორმაცია შემდგომ უმაღლეს სასწავლებლებში გადაიგზავნება და უმაღლესი სასწავლებელი კი, თავის მხრივ, მას მისთვის საინტერესო მიმართულების შესახებ არსებულ შესაძლებობებზე უფრო დეტალურ ინფორმაციას შესთავაზებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს 20-მდე უცხოენოვან პროგრამას, 16 კვლევით ინსტიტუტს და ახალ საერთო საცხოვრებელს სთავაზობს.


თარიღი: 18/12/2018