საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დესპანი 2019

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე „თსუ დესპანი 2019“-ის პროექტში ჩართულ 250-მდე სტუდენტს შეხვდა. თსუ რექტორმა გასული წლის 2 საუკეთესო დესპანი, თსუ სტუდენტები მარიამ მოდებაძე და ჯივან მკრტიჩიანი დააჯილდოვა.

„თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.

პროექტი 7 წელია ხორციელდება და მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის, რომლებიც საჭირო ინფორმაციას იღებენ, რაც მათ მომავალი პროფესიის გააზრებულ არჩევაში ეხმარება.





თარიღი: 09/02/2018