საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დელეგაციის ვიზიტი შპაიერისა და კიოლნის უნივერსიტეტებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ბერიშვილი და თსუ-სა და კიოლნის უნივერისტეტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, თსუ-ს სტუდენტური ომბუდსმენი მარიო შიუტცე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, შპაიერისა და კიოლნის უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ. კიოლნის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ მიიღო.

თსუ დელეგაციის წარმომადგენლებს შპაიერისა და კიოლნის უნივერსიტეტების რექტორებმა და პარტნიორმა პროფესორებმა უმასპინძლეს. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს როგორც არსებული ერთობლივი სამაგიტრო პროგრამების განვითარების, ასევე თსუ-სა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები.
თარიღი: 18/12/2018