საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დელეგაცია ერევნის სახელმწიფო უნივერისტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ სომხეთში გამართულ სომხურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, თსუ რექტორი გიორგი შარვშიძე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს არამ სიმონიანს შეხვდა.

შეხვედრას თსუ კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სტუდენტთა, აბიტურიენტთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში ალექსანდრე მარკაროვი დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მიმიდნარე პროეტების გარდა, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს, განიხილეს პროექტები, რომლებიც ახლო მომავალში განხორცილდება.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ორი უმაღლესი სასაწავლებლის მეგობრობის შესახებ ისაუბრა, გაიხსენა, ის ფაქტი, რომ  1918 წელს უნივერსიტეტის დაარსებისთანავე, თსუ-ს პირველ სასწავლო პროგრამაში სხვა სასწავლო დისციპლინებთან ერთად  შედიოდა საგანი „არმენოლოგია“. შემდგომში გაიხსნა სომხური ენის კათედრა, სადაც ისწავლებოდა სომხური ენა, სომხეთის ისტორია, ლექციებს კი ცნობილი ქართველი მეცნიერები აკაკი შანიძე და ზაზა ალექსიძე კითხულობდნენ. "წლების განმავლობაში უნივერსიტეტები აქტიურად თანამშრომლობდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და სხვა. გარდა იმისა, რომ ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ, ასვე მეზობლები ვართ, რაც თანამშრომლობის საზღვრების გაფართოების საშუალებას იძლევა. უკვე განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის გარკვეული მიმართულებები. ორივე მხარეს კარგი შესაძლებლობები გვაქვს და შევიმუშავებთ ერთობლივ კვლევით პროექტებს. ასევე, ორივე უნივერისტეტი ჩართულია „ერასმუს“-ის პროგრამაში, რის შედეგადაც სტუდენტთა მობილობა მიმდინარეობს“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

ვიზიტის ფარგლებში, თსუ დელეგაციის წარმომადგენლებს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე შეხვდა. მისი თქმით, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ხანია თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ამჟამად, მიმდინარეობს ერთობლივი პროექტი სოციოლოგებთან და სამომავლოდ იგეგმება ურთიერთობების გაღრმავება სხვა მიმართულებებითაც.

სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ თსუ ქორეოგრაფიული ანსამბლი "უნივერსიტეტი" და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "უნივერსიტეტი", რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და სომხურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერევანში ღონისძიებები გამართეს. სომხეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლებმა საზოგადოებას უნიკალური ქართული შემოქმედება წარუდგინეს. თსუ ანსამბლებმა ასევე გამართეს გალა კონცერტი ერევნის სახელმწიფო თეატრში, რომელშიც მონაწილეობა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლებმაც მიიღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თსუ ანსამბლებმა პერფორმანსი გამართეს.



თარიღი: 28/12/2018