eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დელეგაცია დეუსტოს უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას დეუსტოს უნივერსიტეტში (ესპანეთი)  Deusto Global-ის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას, ერთობლივი კვლევით პროექტებს, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და ევროპული საგრანტო ინიციატივების ფარგლებში პარტნიორობას.

თსუ დელეგაციამ ასევე დაათვალიერა დეუსტოს უნივერსიტეტის ბილბაოს კამპუსი, გაეცნო სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, ბიბლიოთეკასა და სტუდენტურ სივრცეებს.

დეუსტოს უნივერსიტეტი, რომელიც 1886 წელს დაარსდა, დღეს ესპანეთის ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ კერძო უნივერსიტეტად მიიჩნევა და მსოფლიოს 550-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

თარიღი: 31/07/2026