საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ განვითარების სტრატეგია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ  განვითარების სტრატეგიული გეგმა (2017-2021) დაამტკიცა. დოკუმენტზე სპეციალურმა ჯგუფმა იმუშავა, რომელიც თსუ რექტორის ინიციატივით შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი პირველად 6 ოქტომბერს შეიკრიბა და სამი თვის განმავლობაში მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: უნივერსიტეტის მართვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტთა მომსახურება, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა, საგანმანათლებლო საქმიანობა, საქმიანობის ხარისხის შეფასება, საზოგადოებასთან ურთიერთობა.

თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მომუშავე ჯგუფი თსუ პროფესორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს აერთიანებს. სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა მიმდინარეობდა საჯაროდ, მასში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული პირი.

საბოლოო დოკუმენტი თსუ-ს აკადემიურ საბჭოს 19 დეკემბერს წარედგინა დასამტკიცებლად და მისი განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.






თარიღი: 02/10/2018