ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თსუ-ის ფიზიკის მიმართულების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების დიდი წვლილი ბირთვული უსაფრთხოების სფეროში. ჯილდო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას გადაეცა.
ღონისძიებაზე სააგენტოს 10-წლიანი საქმიანობა შეაჯამეს და მიმდინარე რეფორმები განხილეს.