საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2021 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ ფოტოზონებში 10 დღის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ მოაწყოთ ფოტოსესიები ჯგუფელებთან, მეგობრებთან ერთად.

ფოტოსესიისთვის მანტიების, ქუდების და კაშნეების აღება შეგიძლიათ  ფაკულტეტებზე  12.00-დან 18.00 საათამდე 22-23 ივლისს, 26-30 ივლისს, და 31 ივლისს 12.00-დან 15.00 საათამდე:

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი -  თსუ I კორპუსი, 214-ე აუდიტორიის წინ დერეფანში (II სართული)

2. იურიდიული ფაკულტეტი -   I კორპუსი, მე-6  აუდიტორიის წინ დერეფანში (ნულოვანი სართული)

3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - XI (განივი) კორპუსის ფოიეში (I სართული)

4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი -  X (მაღლივი) კორპუსის ფოიეში  (I სართული)

5. მედიცინის ფაკულტეტი - მორფოლოგიის ინსტიტუტის ფოიეში   (I სართული)

6. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - VI კორპუსის  ფოიეში   (I სართული) 

7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპუსის  ფოიეში   (I სართული) 

მანტიების დაბრუნება შეგეძლებათ როგორც გაცემის დღეებში, ასევე 2-3 აგვისტოს 12.00-18.00 სთ იმავე მისამართებზე. ხოლო კაშნეებს უნივერსიტეტი  სამახსოვროდ გჩუქნით.

გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 19/07/2021