საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2023 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

 

3 აგვისტოს, 20.00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება.

 

გთხოვთ, ღონისძიებაზე I კორპუსში მობრძანდეთ19:30 საათზე ფაკულტეტებისთვის გამოყოფილ სივრცეებში: 

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - II სართული, მარჯვენა დერეფანი;

2. იურიდიული ფაკულტეტი - II სართული, მარცხენა დერეფანი;

3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - III სართული, მარჯვენა დერეფანი;

4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - III სართული, მარცხენა დერეფანი;

5. მედიცინის ფაკულტეტი - II სართული, სააქტო დარბაზის ფოიე

6. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი- I კორპუსის I შიდა ეზო;

7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - I კორპუსის II შიდა ეზო;

 

31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით კი თსუ I კორპუსის წინ სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ ფოტოზონებში  შესაძლებლობა გექნებათ მოაწყოთ ფოტოსესიები ჯგუფელებთან, მეგობრებთან  ერთად.

 

ფოტოსესიისთვის და ღონისძიებაზე დასასწრებად მანტიების, ქუდების და კაშნეების აღება შეგიძლიათ  ფაკულტეტებზე  31 ივლისს, 1, 2, 3 აგვისტოს 10:00-დან 17:00 საათამდე.

 

მანტიები გაიცემა:

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი -  I კორპუსი, აუდიტორია # 218;

2. იურიდიული ფაკულტეტი -   II კორპუსი, აუდიტორია  #212;

3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  II კორპუსი, ოთახი #202;

4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი -  X (მაღლივი) კორპუსი, ოთახი #602;

5. მედიცინის ფაკულტეტი- მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი #333;

6. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი- VI კორპუსი, ოთახი #208;

7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპუსი, ოთახი #107.

 

მანტიების დაბრუნება შეგეძლებათ 4 და 7 აგვისტოს 11.00-დან  16.00 საათამდე, ფაკულტეტებზე, მითითებულ მისამართებზე. ხოლო კაშნეებს უნივერსიტეტი  სამახსოვროდ გადმოგცემთ.

ღონისძიების შემდგომი წვეულება გაიმართება კუს ტბაზე 22.00 საათზე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: GOOFY LAND, SUMO, FARNA, BERO. 21.30 საათზე, კუს ტბის ასახვევთან განთავსებული  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკროავტობუსები უზრუნველყოფენ სტუდენტების აყვანას წვეულების ადგილზე.

 

მოსაწვევები გაიცემა თსუ-ს I კორპუსის 213-ე აუდიტორიაში. 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით (კვირის გარდა). 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.

 თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ღონისძიების დღეს მოსაწვევთან ერთად უნდა წარმოადგინოთ.

 

გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 01/08/2023