საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2022 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

29 ივლისს, 19.00 საათზე, კუს ტბაზე (სტადიონების მიმდებარე ტერიტორიაზე), გაიმართება თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2022 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება. სასურველი თარიღი შევარჩიეთ სწორედ თქვენი გამოკითხვის შედეგად. კუს ტბაზე ასასვლელად კურსდამთავრებულთათვის 29 ივლისს გამოიყოფა სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც კუს ტბის ასახვევიდან 18.00 საათიდან მოგემსახურებათ უფასოდ.

მანამდე კი 25 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით თსუ I და X (მაღლივი) კორპუსების წინ სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ ფოტოზონებში  შესაძლებლობა გექნებათ მოაწყოთ ფოტოსესიები ჯგუფელებთან, მეგობრებთან  ერთად.

ფოტოსესიისთვის და ღონისძიებაზე დასასწრებად მანტიების, ქუდების და კაშნეების აღება შეგიძლიათ  ფაკულტეტებზე  12.00-დან 20.00 საათამდე 25-28 ივლისს, 29 ივლისს  კი 12.00-16.00 საათამდე.

მანტიებთან ერთად მიიღებთ მოსაწვევს, სადაც მითითებული იქნება თქვენი მონაცემები და რომლითაც შეძლებთ კურსდამთავრებულთა ღონისძიებაზე დასწრებას 29 ივლისს, 19.00 საათზე.

 

მანტიების გაცემა მოხდება:

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი -  I კორპუსი, 217-ე აუდიტორიის წინ დერეფანში;

2. იურიდიული ფაკულტეტი -   II კორპუსი, აუდიტორია  #217;

3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  XI კორპუსი, ოთახი #301;

4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი -  X (მაღლივი) კორპუსი, ოთახი #102;

5. მედიცინის ფაკულტეტი- მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი #324;

6. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი- VI კორპუსი, ოთახი #208;

7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპუსის  ფოიე   (I სართული).

 

მანტიების დაბრუნება შეგეძლებათ როგორც ღონისძიების დღეს კუს ტბაზე, ასევე 2-3 აგვისტოს 12.00-დან  18.00 საათამდე,  ზემოთ მითითებულ მისამართებზე. ხოლო კაშნეებს უნივერსიტეტი  სამახსოვროდ გჩუქნით.

გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 19/07/2022