საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყების უნივერსიტეტებში წამყვან პოზიციებზეა

სიმაგო ინსტიტუციების რეიტინგების (Scimago Institutions Rankings (SIR) რანჟირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე მაჩვენებლით კავკასიის რეგიონში ლიდერია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყების უნივერსიტეტებში წამყვან პოზიციებზეა.

უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის კუთხით აღმოსავლეთ ევროპაში 192 შეფასებული უნივერსიტეტიდან თსუ მე-3 ადგილზეა. პირველ ადგილზე ნოვა გორიკას უნივერსიტეტია (სლოვენია), ხოლო მეორეზე მონტენეგროს უნივერსიტეტი. ამ ინდიკატორის მიხედვით, ტარტუს უნივერსიტეტი მე-10, ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტი მე-16, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მე-19, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 24-ზე, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - 26-ზე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 58-ე ადგილზეა. ხოლო მსოფლიო მასშტაბით 2705 შეფასებული უნივერსიტეტიდან თსუ 120-ე ადგილზეა, ხოლო, მაგალითად, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 891-ზე. 

ყველაზე ციტირებადი სტატიების რაოდენობის მიხედვით აღმოსავლეთ ევროპაში თსუ მეორე ადგილზეა. ამ კატეგორიაში პირველ ადგილზე გასულია ნოვა გორიკას უნივერსიტეტი (სლოვენია). მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 81-ე ადგილზეა, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 100-ზე, კიევის ეროვნული უნივერსიტეტი - 139-ზე, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 148-ზე, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - 156-ე ადგილებზეა. ამავე ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით თსუ - 493 ადგილზეა.მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1974-ე, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2136-ე, კიევის ეროვნული უნივერსიტეტი - 2445-ე, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2507-ე, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2566-ე ადგილებზეა.

ყველაზე ხარისხიანი სამეცნიერო სტატიების მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპაში 192 შეფასებული უნივერსიტეტიდან თსუ 22-ე ადგილზეა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 64-ზე, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი -74-ზე, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - 168-ზე.

საუნივერსიტეტო ინსტიტუციების ვებგვერდების ნახვის მაჩვენებლის მიხედვით აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით 192 შეფასებული უნივერსიტეტიდან თსუ მე-2 ადგილზეა, პირველ ადგილზე ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტია, ხოლო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მესამე ადგილზე. ტარტუს უნივერსიტეტი 27 -ე ადგილზეა, ლატვიის უნივერსიტეტი მე-40, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 130-ზე, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - 168-ზე.  

ინოვაციური განათლების მიხედვით, აღმოსავლეთი ევროპაში 192 შეფასებული უნივერსიტეტიდან თსუ 97-ე ადგილზეა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 3-ზე, ტარტუს უნივერსიტეტი 9-ზე, ვილნიუსის უნივერსიტეტი 22-ზე, კიევის ეროვნული უნივერსიტეტი - 44-ზე, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 48-ზე, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - 157-ზე და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლო, 192 ადგილზეა. 

ყველა ინდიკატორის მიხედვით, თსუ 2014 წელს 4840 შეფასებული ორგანიზაციიდან (ორგანიზაციები იყოფა შემდეგ სექტორებად: ყველა, სახელმწიფო, ჯანდაცვა, უმაღლესი განათლება, კერძო, სხვა) 2005-ე, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 2069-ე ადგილზეა.

სიმაგო ინსტიტუციების რეიტინგები (Scimago Institutions Rankings) შექმნილია Scimago Lab-ის (Scimago Lab არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელის მიზანია მეცნიერების ხილვადობისა და ონლაინ რეპუტაციის გაუმჯობესებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზება) მიერ და წყაროდ იყენებს Scopus-ის ბაზას. შეფასებას აკეთებს სამი ინდიკატორით: კვლევა, ინოვაციები და ვებ-გვერდის ხილვადობა. ინოვაციებისთვის იყენებს PATSTAT-ს, ხოლო ვებ-ხილვადობისთვის Google და ahrefs. უნივერსიტეტების დალაგება ხდება ბოლო 5 კალენდარული წლის მონაცემების საფუძველზე; გამონაკლისია ვებ ინდიკატორები, რომლებიც ითვლება ბოლო წლის მიხედვით.

წყარო: www.scimagoir.com

თარიღი: 25/06/2018