ახალგაზრდული ბანაკი სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით 10-14 სექტემბერს ანაკლიაში მოეწყო ამ ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მრავალ საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურული სახის აქტივობებში.
საზეიმო დახურვის ცერემონიალზე ბანაკის მონაწილეებს სიტყვით სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა მიმართა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.