eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები - 2026

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, 2026 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები.

 

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია  დაიწყება 2026 წლის 19 ოქტომბერს 10:00 საათზე და  დასრულდება 2026  წლის 23 ოქტომბერს 18:00  საათზე (5 სამუშაო დღე).

 

აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა:

 

ა) ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრი – პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი

 

ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი

 

(იხ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება)

 

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს ევალებათ სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.

 

კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

 

შევსებული განცხადების ფორმა;

 

პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

 

ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ (ფაკულტეტის წარმომადგენელი);

 

ცნობა დაკავებული სამეცნიერო თანამდებობის შესახებ (დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი);

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ: https://www.tsu.ge/ka/legal/54291.

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი:  https://tsu.ge/ka/legalakad/39575.

 

  

თარიღი: 13/10/2026