ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, 2021 წლის 11 ოქტომბერს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა (საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი):
- იურიდიული ფაკულტეტი - 1 წევრი;
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი;
- ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი;
- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1 წევრი;
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი;
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2021 წლის 30 სექტემბერს 10:00 საათზე დაიწყო და 2021 წლის 6 ოქტომბერს 18:00 საათზე (5სამუშაო დღე) დასრულდა.
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს ევალებათ სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114
აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებზე კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი)/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის დამადასტურებელი ცნობა აფილირების მითითებით.
აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდა 11 ოქტომბერს, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, ელექტრონული (დისტანციური) ფორმატით შესაბამისი პლატფორმის გამოყენებით.
რეგისტრირებული კანდიდატები:
1. მიხეილ ამაღლობელი ― ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
2. ომარ მუკბანიანი ― ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
3. ეთერი ხარაიშვილი ― ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
4. მარინე ჩიტაშვილი ― ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
5. მორისი შალიკაშვილი ― იურიდიული ფაკულტეტი;
6. ზურაბ აბაშიძე ― სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.