საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევნები

25 ნოემბერსაკადემიური საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლების შეყვანის მიზნით აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა:

ა) თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - რევაზი შანიძე;
ბ) თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - ნიკოლოზ ავაზაშვილი.

იხილეთ საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი აქტი.

კენჭისყრა დაიწყო 10:00 საათზე და დასრულდა 17:00 საათზე


აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდა შემდეგ მისამართზე:

1.თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - უნივერსიტეტის ქ. №2, I სართული, ოთახი №137
2.თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - უნივერსიტეტის ქ. №9, ოთახი № 417

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგისტრირებული კანდიდატები:
1.ნიკოლოზ ავაზაშვილი-თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი-მეცნიერ თანამშრომელი
2.რევაზი შანიძე-თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი-მთავარი მეცნიერ თანამშრომელი

კანდიდატთა რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე;
2. მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის დამადასტურებელი ცნობა;
4. ავტობიოგრაფია (CV).

კანდიდატთა რეგისტრაცია წარმოებდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი

არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ დაწესებულების საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.

პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის: ა) ასარჩევი კანდიდატი; ბ) ადმინისტრაციული პერსონალი; გ) იმ ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.

თარიღი: 28/09/2018