საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-DAAD –ის თანამშრომლობა

თბილისში DAAD –ის რეგიონული ოფისის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, DAAD-ის გენერალური მდივანი კაი სიკი, გერმანიის ფედერაციის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში, აზერბაიჯანისა და სომხეთის განათლების სამინისტროების წარმომადგენლები, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი, საქართველოში არსებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის საქმიანობა სომხეთსა და აზერბაიჯანზეც ვრცელდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანიის უნივერსიტეტებთან ურთიერთობა ინსტიტუციურ დონეზე თითქმის სამოცი წელია არსებობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეისათვის 25 -მდე გერმანულ უნივერსიტეტთან აქვს სხვადასხვა სახის აქტიური და საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა, ძირითადად ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა ერაზმუს + და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში.

ამასთნავე, DAAD-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება გაცვლითი პროგრამა სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, ისევე როგორც აკადემიური პერსონალისათვის ტრირის უნივერსიტეტთან, ფულდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და ახენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან.

DAAD-ის დაფინანსებით მიმდინარეობს ერთობლივი პროექტები, მათ შორის: კოილნის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან, 1998-2008 წლებში მიმდინარეობდა ზაარლანდის უნივერსიტეტთან და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში DAAD-ის გენერალური მდივანი კაი სიკის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს შეხვდა, სადაც ისაუბრეს დღეისათვის განათლების სფეროში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე. ასევე, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებსა და DAAD-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

თარიღი: 09/06/2022