საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ - ლიდერი უნივერსიტეტი საქართველოში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ლიდერი უნივერსიტეტია საქართველოში. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თსუ ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია. ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, „გამოცდების შედეგების რეიტინგული სიის მიხედვით ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი ყველაზე მეტი სტუდენტი  თსუ-ში ჩაირიცხა. თსუ წამყვანია ნაწილობრივი დაფინანსების მქონე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობითაც.“

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულებაზე ჩაირიცხა.

თსუ ლიდერია აბიტურიენტთა პირველი არჩევანის მიხედვითაც. 13562-მა აბიტურიენტმა პირველი არჩევანი სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთა.  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად  თსუ-ში 5185 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

ვულოცავთ ყველა პირველკურსელს წარმატებულ არჩევანს!






თარიღი: 26/03/2018