საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეორიულ და ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკაში რეგიონული სადოქტორო პროგრამის საერთაშორისო სკოლა და კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბონისა და ზიგენის უნივერსიტეტები, ასევე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თეორიული და ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკის რეგიონულ სადოქტორო პროგრამაში არიან გაერთიანებულნი ("ფოლკსვაგენის" საქველმოქმედო ფონდის (#Az 93 562) და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (ხელშეკრულება #04/48) ერთობლივი გრანტი), 23-28 სექტემბერს თბილისში ჩაატარებენ VII ყოველწლიურ საერთაშორისო სკოლასა და კონფერენციას: „კვანტური ქრომოდინამიკის (QCD) თანამედროვე მიღწევები“. წლევანდელი ღონისძიება ტარდება „მეცნიერებისა და ინიოვაციების  2019 წლის თბილისის ფესტივალის ეგიდით“. 

23-25 სექტემბერს თსუ-ში საშემოდგომო სკოლის ფარგლებში (გახსნის ცერემონია შედგება 09:00 თსუ პირველი კორპუსის 101 ოთახში) რეგიონის (ძირითადად საქართველო, სომხეთი, თურქეთი და ირანი) დოქტორანტებს და  მაგისტრებს ლექციებს წაუკითხავენ ამ დარგის მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. 26-28 სექტემბერს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (გახსნის ცერემონია შედგება 12:00 თსუ პირველი კორპუსის 107 ოთახში). კონფერენციის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა არის 50, ხოლო საშემოდგომო სკოლის - 25 (მათ შორის 10 ქართველი სტუდენტია).
 
კონფერენციის ძირითადი თემატიკა იქნება:
• QCD ეგზოტიკა: XYZ მდგომარეობები, პენტაკვარკი, 
• QCD მესერზე და ეფექტური ველის თეორიები,
• QCD წვლილი სტანდარტული მოდელის მიღმა (BSM) ფიზიკაში,
• QCD აქსიონები.

დაწვრილებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:

თარიღი: 04/09/2019